English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ ალფრედ კურატაშვილი
მეცნიერული შემოქმედება – ეფექტიანი კონკურენტუნარიანობის მთავარი კრიტერიუმი და სოციალურ–ეკონომიკური პროგრესის აუცილებელი საფუძველი

ვრცელი რეზიუმე.

სამეცნიერო ნაშრომში განხილულია მეცნიერული შემოქმედება – როგორც კონკურენტუნარიანობის მთავარი კრიტერიუმი და სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის აუცილებელი საფუძველი.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ განათლების გარეშე შეუძლებელია არსებობდეს ჭეშმარიტი მეცნიერება, მაგრამ მეცნიერული შემოქმედების გარეშე შეუძლებელია თვითონ მეცნიერების განვითარება, და, შესაბამისად, შეუძლებელია განათლების, საზოგადოების, სახელმწიფოსა და მთლიანად კაცობრიობის განვითარება.

სწორედ ამიტომ, მეცნიერული შემოქმედება უნდა განიხილებოდეს – როგორც ეფექტიაბი კონკურენტუნარიანობის მთავარი კრიტერიუმი, რადგან მეცნიერული შემოქმედების გარეშე შეუძლებელია უპირატესობის მიღწევა კონკურენტულ ბრძოლაში, და, შესაბამისად, შეუძლებელია რეალური სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის მიღწევა.

მაშასადამე, ლოგიკური და კანონზომიერია, რომ მეცნიერული შემოქმედება განიხილებოდეს – როგორც სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის აუცილებელი საფუძველი საერთაშორისო მასშტაბით.

ამავე დროს, მოცემულ სამეცნიერო ნაშრომში განხილულია მეცნიერების „მოკვდინება“ ჭეშმარიტი სამეცნიერო შემოქმედების გაუგებრობის ან/და უგულებელყოფის შედეგად – როგორც მუხრუჭი სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის გზაზე, და როგორც დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ (?!).

ღრმა კრიზისი მეცნიერულ შემოქმედებაში საზოგადოებრივ მეცნიერებათა სფეროში და სახელმწიფო მართვის პოლიტიკაში – განხილულია, როგორც განმსაზღვრელი მიზეზი ყველაფერი ნეგატიურისა, რაც ხდება თანამედროვე მსოფლიოში (?!).

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მეცნიერების სფეროს წარმომადგენელთა ავტორის მიერ შექმნილ კლასიფიკაციას და მის მიერვე შემოთავაზებულ მსოფლიო ჩემპიონატს მეცნიერული შემოქმედებაში საზოგადოებრივ მეცნიერებათა სფეროში, მეცნიერული შემოქმედების პრობლემის გადაჭრის მთავარი მექანიზმების სახით – როგორც საზოგადოების, სახელმწიფოსა და მთლიანად კაცობრიობის ეფექტიანი ფუნქციონირების აუცილებელ საფუძველს.